ევროპა

ევროპა
ისტორიკოსების ცნობით ანტიკურ საბერძნეთში ევროპად ითვლებოდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბალკანეთის სახელითაა ცნობილი. ამჟამად ევროპა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ზუსტი საზღვრების დადგენა არც ისე ადვილია. პოლიტიკური ევროპა მოიცავს 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწის ფართობს და გადადის გეოგრაფიული აზიის ტერიტორიულ საზღვრებში. კონტინენტის კლიმატი მერყეობს სუბტროპიკულიდან (სამხრეთ რეგიონები) პოლარულამდე (ჩრდილოეთ რეგიონები). ევროპა 200-ზე მეტი ცოცხალი ენისა და კიდევ უფრო მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების სამშობლოა. ის მოიცავს დაახლოებით 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი მოსახლეობა თითქმის 800 მილიონს შეადგენს. ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს კონტინენტი ასოცირებულია როგორც დემოკრატიის დაბადებასთან, ასევე ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის ყველაზე უარეს გამოვლინებებთან, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ევროპას ახსოვს ებრაელთა განადგურება, კოლონიალიზმი და მონობა, დღეს კი ევროპაში ისეთი რაოდენობის ბირთვული იარაღია თავმოყრილი, რომელიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და დაარსდა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Смотреть что такое "ევროპა" в других словарях:

  • პანევროპული მოძრაობა — დააარსა 1923 წელს ავსტრიელმა რიხარდ კუდენხოვ კალერგიმ. 1926 წელს მან მოახერხა ერთად შეეკრიბა ევროპის სხვადასხვა გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები პირველ პანევროპულ კონგრესზე ვენაში. აღნიშნულ კონგრესამდე, ევროპა, როგორც პოლიტიკური კონცეფცია, არ… …   Georgian encyclopedia

  • TRACECA — • 1993 წელს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა TRACECA და მის მიზნებად ტრანსპორტის… …   Georgian encyclopedia

  • გოლზუორთი ჯონ — დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა საშუალო კლასის წარმომადგენელთა შვილებისათვის განკუთვნილი პრივილეგირებული სასწავლებელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სურვილი იყო, საფუძვლიანად შეესწავლა საზღვაო სამართალი, რის გამოც რამდენიმე… …   Georgian encyclopedia

  • პოსტმოდერნიზმი — XX XXI საუკუნეების მიჯნაზე საზოგადოებში მომხდარი ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური ცვლილებანი ლიტერატურაშიც აისახა; შედეგად კი მივიღეთ რთული, მრავალგანზომილებიანი, წინააღმდეგობრივი ლიტერატურული მიმართულება, რომელიც „პოსტმოდერნიზმის“ სახელით არის …   Georgian encyclopedia

  • ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) — ორგანო, რომელსაც ეწოდებოდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, ამჟამად წარმოადგენს უშიშროების სერიოზულ ორგანიზაციას, რომელშიც შედის ორმოცდათხუთმეტი სახელმწიფო და რომლის საზღვრები გადაჭიმულია „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“ (ეუთო ს… …   Georgian encyclopedia

  • ბრეტონ-ვუდსის სისტემა — სისტემის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: დოლარის ნაკლებობის პერიოდი და დოლარის სიჭარბის პერიოდი. პირველი პერიოდი გაგრძელდა 1958 წლამდე, მეორე კი 1971 წლამდე. 1950 1956 წლებში დიდი სესხები არ გაცემულა. პირველ პერიოდში, რომელსაც ხშირად აშშ ის… …   Georgian encyclopedia

  • CEE — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა Source: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები / ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ; [ინგლ. თარგმნა: ხათუნა ახობაძე და სხვ. ; შეადგინა და გამოსაც. მოამზადა: ია ვერულაშვილი და სხვ. ; რედ.: ია ვერულაშვილი, მარი მესხი]… …   Georgian encyclopedia

  • მედიასთან დაკავშირებული ასოციაციები — „ხარისხის კონტროლის” ფუნქციას, ცალკეულ შემთხვევებში თუ რეგულარულად მედიასთან დაკავშირებული ჯგუფები ახორციელებენ, მაგალითად, კავშირები (როგორიცაა SNJ ,,ჟურნალისტთა ეროვნული სინდიკატი” საფრანგეთში), ან გილდიის ტიპის ასოციაციები ამერიკის შეერთებულ… …   Georgian encyclopedia

  • კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია — ჯოზეფ ნაიმ და რობერტ კიოჰანმა ჩამოაყალიბეს თავიანთ გახმაურებულ ნაშრომში ძალა და ურთიერთდამოკიდებულება (1977). ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო ომამდე. ადრე ურთიერთობები… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»